ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანსა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის უფროს ოფიცერს, კამილ მერლენსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურ წარმომადგენელს რეინ დეკერსს შეხვდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებს. ბიუროს უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების როლს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს პოლიტიკის ოფიცერი, ლელა ლომია; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსები: ნინი მაღლაკელიძე და მარიამ კეპულაძე.