ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს N 4 ბრძანების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების მიერ ფინანსური ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) მითითებული ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: documents@acb.gov.ge და ელექტრონული ფორმით (Excel) ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით: საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე − 2024 წლის 19 სექტემბრამდე; საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე − 2024 წლის 10 ოქტომბრამდე; საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე - 2024 წლის 29 ოქტომბრამდე; საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე − 2024 წლის 8 ნოემბრამდე იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა. ინფორმაცია 2024 წლის 27 აგვისტოდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით - არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა აუდიტორული (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (მმართველი და ბუღალტერი) საკონტაქტო მონაცემებს. საარჩევნო კამპანიის ფონდი წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშს, საიდანაც ფინანსდება საარჩევნო კამპანია. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტის შემოსავალ-გასავალთან დაკავშირებული ტრანზაქციები უნდა განხორციელდეს მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ელ. ფოსტის მისამართი: documents@acb.gov.ge, info@acb.gov.ge ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ. N 11, +995 575 778 166.
გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ოფისის ახალი მისამართია - ქ. თბილისი, შიო ჩიტაძის ქ. N11. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გზავნილებისა და კორესპონდენციის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აღნიშნულ მისამართზე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება ფიზიკური პირების მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით დადგენილი შეზღუდვების გავრცელების თაობაზე აზა გაბუნია არჩილ მჭედლიშვილი არჩილ ჟორჟოლიანი ბაკურ კვაშლავა გიორგი შაიშმელაშვილი დავით გზირიშვილი დავით ჯინჭარაძე ზურაბ ფარჯიანი თამარ მიქელაძე ირაკლი ქობალია ირინე კურტანიძე ირმა ზოიძე მათე ჩაფიჩაძე მარინე გულედანი მიხეილ მუმლაძე ნათია ხარატი ნატო სლეპაკოვა ნიკა ხომასურიძე ნინო შეგენლია რევაზ აფხაზავა როლანდ შავაძე სიმონ ჯანაშია შენგელი ტოხოსაშვილი ლაშა უჩავა
ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება. ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
ვრცლად2023 წლის 31 მარტს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, საელჩოების წარმომადგენლები და ა.შ.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ბიუროს უფრომა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ბიუროს სამომავლო გეგმებზე და პრიოტიტეტებზე.