ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების კომპლექსურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს გრძელვადიანი ხედვა მის მიზნებსა და სამომავლო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბიუროს საქმიანობის შემდგომი სისტემატიზაციისთვის, უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია ბიუროს სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება.

ამჟამად, ევროსაბჭოს მხარდაჭერითა და მის მიერვე მოწვეული ექსპერტის ჩართულობით, ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად მუშაობს ორგანიზაციის შიდა ინსტიტუციური სტრატეგიის შემუშავებაზე. დოკუმენტი განსაზღვრავს და მოაწესრიგებს მომდევნო სამი წლის მანძილზე ბიუროს ძალისხმევის სტრატეგიულ მიმართულებებს. დოკუმენტი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე.

სტრატეგიასთან ერთად შემუშავდება და დამტკიცდება მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ბიუროს სამომავლო აქტივობებს. ამ აქტივობებში, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები როგორც ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მონიტორინგთან მიმართებით, ისე მამხილებელთა დაცვის, ინტერესთა შეუთავსებლობის, კორუფციული რისკების შეფასებისა და ბიუროს მანდატს მიკუთვნებულ სხვა სფეროებთან დაკავშირებითაც.