საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ყურადღება! ეს მნიშვნელოვანია!

ანტიკორუფციული ბიუროს მართვის ქვეშ მოქცეული ვებ-გვერდები

დეტალურად

სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების კომპლექსურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს გრძელვადიანი ხედვა მის მიზნებსა და სამომავლო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბიუროს საქმიანობის შემდგომი სტრუქტურიზებისთვის, უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია ბიუროს სტრატეგიის დამტკიცება, რომელმაც უნდა განსაზღვროს მისი საქმიანობის პრიორიტეტების სულ მცირე სამწლიანი ხედვა.

სტრატეგიასთან ერთად შემუშავდება და დამტკიცდება მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაც, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ბიუროს სამომავლო აქტივობებს. ამ აქტივობებში, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები, არა მხოლოდ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით, არამედ მამხილებელთა დაცვის, ინტერესთა შეუთავსებლობის, კოურფციული რისკების შეფასებისა და ბიუროს მანდატს მიკუთვნებულ სხვა სფეროებთან დაკავშირებითაც.

ამჟამად, ევროსაბჭოს მხარდაჭერითა და ევროსაბჭოს მოწვეული ექსპერტის ჩართულობით მზადდება ბიუროს სტრატეგიის დოკუმენტი. იგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე.