ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა როგორც საჯარო უწყებების, ისე სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდა და ანტიკორუფციული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით, ბიუროს შემადგენლობაში, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა ანტიკორუფციული განათლების ცენტრი.
ცენტრის საქმიანობა, ამავდროულად, ორიენტირებულია ბიუროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
ანტიკორუფციული განათლების ცენტრის გრძელვადიანი მიზნების ჩამოყალიბებისა და საქმიანობის შემდგომი ფორმირებისთვის, დაგეგმილია მისი სტრატეგიის შემუშავება. სტრატეგია დაეყრდნობა სექტორული პრიორიტეტების განმსაზღვრელ კვლევებს.
სტრატეგიასთან ერთად შემუშავდება და დამტკიცდება მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ცენტრის სამომავლო აქტივობებს.
დამატებითი ინფორმაცია ცენტრის საქმიანობასა და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით პროაქტიულად განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე.