საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ყურადღება! ეს მნიშვნელოვანია!

ანტიკორუფციული ბიუროს მართვის ქვეშ მოქცეული ვებ-გვერდები

დეტალურად
საბჭოს შესახებ

2023 წლის 13 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პანელური დისკუსია

ანტიკორუფციულ ბიუროსთან, მისი საქმიანობის მხარდასაჭერად, შეიქმნა აკადემიური საბჭო. აღნიშნული საბჭოს ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიან განხორციელებას. 

2023 წლის 13 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ინიციატივით გამართულ პანელურ დისკუსიაზე, მომხსენებლებმა ისაუბრეს ანტიკორუფციული პოლიტიკის  მნიშვნელობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ პროცესებში აკადემიური წრის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, ხელი მოეწერა ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველთა საბჭოს შექმნის მხარდაჭერის დეკლარაციას. 

აკადემიური საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ანტიკორუფციულ ბიუროში შეიქმნება აკადემიური საბჭოს სამდივნო.