საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, როგორც საჯარო უწყებების, ისე სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა, მათი ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად ბუროს შემადგენლობაში, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა ანტიკორუფციული განათლების ცენტრი. მოქმედი დებულებით ცენტრის საქმიანობა ორიენტირებულია თანამშრომელთა გადამზადებასა და ამ მიზნით სასწავლო პროგრამების/ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ასევე კვლევით საქმიანობაზე.
ცენტრის საქმიანობის შემდგომი სტრუქტურიზებისთვის და გრძელვადიანი მიზნების ჩამოყალიბებისთვის, დაგეგმილია მისი სტრატეგიის შემუშავება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების სულ მცირე სამწლიანი ხედვა. სტრატეგიასთან ერთად შემუშავდება და დამტკიცდება მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაც, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ცენტრის სამომავლო აქტივობებს. ამ აქტივობებში, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ანტიკორუფციული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კვლევებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავება/განხორციელება. დამატებითი ინფორმაცია ცენტრის საქმიანობასა და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით პროაქტიულად განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე.