ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება.

მიმდინარე წელს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და მისი გუნდის მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში: მადრიდი (ესპანეთი), სტრასბურგი (საფრანგეთი), ბრიუსელი (ბელგია), კიშინიოვი (მოლდოვა) და ვილნიუსი (ლიეტუვა). ასევე, ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანტიკორუფციული განვითარების გლობალურ ფორუმში, ქალაქ ვაშინგტონში (აშშ).

გარდა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა, ბიურო, როგორც ეროვნული კორდინატორი, თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქვეყნის შეფასების პროცესში და კოორდინაციას უწევს მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.