ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
2023 წლის 13 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პანელური დისკუსია
ანტიკორუფციული ბიუროს ინიციატივით, 2023 წლის 13 აპრილს, ბიუროს საქმიანობის მხარდასაჭერად შეიქმნა აკადემიური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის პროფესორებითა და პრაქტიკოსი სპეციალისტებით. აღნიშნული საბჭოს ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ანტიკორუფციული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების აქტიური ჩართულობა.
აკადემიური საბჭო თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიან განხორციელებას.
საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ანტიკორუფციულ ბიუროში შეიქმნება აკადემიური საბჭოს სამდივნო.