ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს დებულება დაამტკიცა.
დებულება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 21-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დამტკიცდა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.