ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება.
 
შეხვედრა გაიმართა ვალენსიის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოს დირექტორ ჯოან ლინარეს გომესთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოს გამოცდილება და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
 
შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი მიმართულებები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ენსელმ ბოდოქო არიბასი, სასწავლო ცენტრის უფროსი; ირენე ბრავო რეი, პრევენციის დეპარტამენტის უფროსი; გუსტავო ადოლფო სეგურა ჰუერტა, ანალიტიკისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსი; მარია ტერეზა ლოპეს ფერერი, ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი; ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო, Torres & Oliva Legal Advisory დირექტორი; ვასილ ბაბლუანი, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი.