ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში, ლენა მორტონ ოუენსს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შემუშავება, უწყებებში რისკების შეფასების მექანიზმის დანერგვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გამართვა, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და სხვ.
ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ბიუროს უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ კორუფციის პრევენციის მიმართულებით ბიურო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შეერთებული შტატების საელჩოს იურისტი ტატიანა პატარაია.