საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარულმა ანალიტიკურმა ცენტრმა - Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 43-ე ადგილი დაიკავა რითაც საუკეთესო 25%-ში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველომ პირველი ადგილი მიიღო - სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“.
კორუფციისაგან თავისუფლების შეფასებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.