ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა გამჭვირვალობისთვის“ (PTF) ექსპერტებს ჰეიდი ფინკსა და ვინეი ფარგავას შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა გამჭვირვალობისთვის“ (PTF) ექსპერტებს ჰეიდი ფინკსა და ვინეი ფარგავას შეხვდა.
 
ორგანიზაციის ექსპერტებს მსოფლიო ბანკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
 
შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.