ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
2023 წლის 3 ნოემბერს, ანტიკორუფციული ბიურო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის“ (The European Partners against Corruption/EPAC) წევრი გახდა. ქალაქ დუბლინში, 22-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ქსელში გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი“ (The European Partners against Corruption/EPAC) 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს. ორგანიზაციის წევრები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ერთობლივი სტრატეგიებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების შექმნაზე მუშაობენ.
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლდათ, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, როგორც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პარტნიორთა ქსელია“ (EPAC).
აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასა და კორუფციასთან ბრძოლის პროცესში.