თავად ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის მოწვევითა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ექსპერტმა, დრეზდენის სამხარეო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ურლიხ ჰაგენლოხმა ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებისთვის ინტერაქციული შეხვედრა წარმართა.
შეხვედრის თემას “გადაწყვეტილების სტრუქტურა და სამართლებრივი კორესპონდენციის მომზადება“ წარმოადგენდა.
ულრიხ ჰაგენლოხი 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე სამართლისა და სასამართლო რეფორმებში. მან არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.
შეხვედრაზე განსახილველ თემებს სამართლებრივი კორესპონდენციის მომზადება, გადაწყვეტილების სტრუქტურა, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტი და პრაქტიკული მაგალითების განხილვა წარმოადგენდა.
ანტიკორუფციული ბიურო მადლობას უხდის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდს (IRZ) მხარდაჭერისათვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) სამხრეთ კავკასიიის პროექტების ხელმძღვანელი ფრანკ ჰუპფელდი; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) საქართველოს პროექტების მენეჯერი ხათუნა დიასამიძე; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტების კოორდინატორი საქართველოში სულხან გამყრელიძე.