ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, უწყებებში რისკების შეფასების მექანიზმის დანერგვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გამართვა, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და სხვ.
ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა USAID-თან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ბიუროს უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ კორუფციის პრევენციის მიმართულებით ბიურო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.
USAID-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კევინ მაკლოკლინი - USAID-ისადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი; ქორინ როსბლუმი - უფროსი მრჩეველი დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისი, USAID, საქართველო; ლინა პანტელეევა - სპეციალისტი მმართველობის საკითხებში; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისი, USAID, საქართველო; ნანა წიკლაური - USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე; მარიამ გორგაძე - ეროვნულ დონეზე დეცენტრალიზაციის მხარდაჭერის კომპონენტის დირექტორი და მიხეილ დარჩიაშვილი - ადგილობრივ დონეზე მმართველობის სისტემების დირექტორი.