ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, შვეიცარიის დელაგაციის ხელმძღვანელს ალექსანდრა ბაუმანსა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IDWG), კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერს ურს შანთს შეხვდა.
მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.