ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორ გიორგი ვაშაკიძესთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორს გიორგი ვაშაკიძეს შეხვდა.

ცენტრის დირექტორმა ბიუროს ხელმძღვანელს ცენტრის საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ დაარსების დღიდან სასწავლო ცენტრში უკვე რამდენიმე ასეულმა მოსამსახურემ გაიარა მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა პროექტი, რომელსაც ცენტრი უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი, რომელიც სასწავლო ცენტრში რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს.

შეხვედრას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები, უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის უფროსი ესწრებოდნენ.