ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე. სწორედ ამ მიზნით, ბიუროს ხელმძღვანელმა - რაჟდენ კუპრაშვილმა, 24 ივლისს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, დამსწრეებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს კორუფციული ფაქტების მხილების მნიშვნელობაზე და საჯარო სექტორის როლზე მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერებისა და დესტიგმატიზაციის პროცესში.
ბიუროს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებზე და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბიუროს რეკომენდაციების პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული ცვლილებების ეფექტურ აღსრულებას.
ბიუროს ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მე-5 რაუნდის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას, რაც თავის მხრივ ემსახურება მიზანს, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს მოწინავე სახელმწიფო ევროპულ ქვეყნებს შორის.