ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორის მოადგილეს, დავით ღონღაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროსა და IFES-ს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხს.
რაჟდენ კუპრაშვილმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბიუროს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და სამოქმედო გეგმების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.