ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიურო მმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საჯარო მოხელეებთან შეხვედრებს აგრძელებს.
25 ივლისს, მორიგი შეხვედრა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრაზე ბიუროს ხელმძღვანელმა, დამსწრეებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა, რომლებიც კორუფციის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორუფციული ფაქტების მხილების მნიშვნელობასა და ადგილობრივი თვითმმართველობების როლს მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერებასა და დესტიგმატიზაციის პროცესში.
რაჟდენ კუპრაშვილმა ასევე ისაუბრა, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესულ ცვლილებებზე. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბიუროს რეკომენდაციების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მმართველობის დონეზე ამ ცვლილებების ეფექტურ აღსრულებას.