ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

შეხვედრა ფინეთის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის დეპარტამენტის ექსპერტებთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ფინეთის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის დეპარტამენტის ექსპერტებს ნორა არნიოსსა და ვენლა მანტისალოს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს.
 
მხარეები სამომავლო თანამშრლომლობაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.