ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი აუდიტის პრეზიდენტს, ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.