ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო გეგმებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.