ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

რაჟდენ კუპრაშვილის შეხვედრა ,,OpenCampus Deutschland GmbH“-ის მმართველ გუნდთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან გერმანულ კომპანიას ,,OpenCampus Deutschland GmbH“-ის მმართველ გუნდს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გაციფრულების მიზნით, ტექნოლოგიური შესაძლებლობების განხილვა. პროფესორმა კირსტენ ინგმარ ჰაისმა მხარეებს გაუზიარა დარგის სპეციალისტების გამოცდილება ძლიერი ანალიტიკური პროგრამის დანერგვის ჭრილში. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ციფრული ტექნოლოგიების ჩართულობით ბიუროს სამომავლო პერსპექტივები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: გიორგი ხუბუა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კვლევების მიმართულებით; ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და მარიამი კეპულაძე, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი.