ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

რაჟდენ კუპრაშვილის შეხვედრა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლებთან

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი მსოფლიო ბანკის მმართველობის დარგში უფროს სპეციალისტ ანძს უბელისსა და მსოფლიო ბანკის უფროს კონსულტანტს ირინა გორდელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლებს ბიუროში მიმდინარე პროექტებისა და განსახორციელებელი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გამართვა, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, უწყებებში რისკების შეფასების მექანიზმის დანერგვა და სხვ.

ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ჯგუფის როლს ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ ფუნქციონირებაში. მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.