ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

რაჟდენ კუპრაშვილი USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლიზა კოვაკს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლიზა კოვაკს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განიხილეს ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო გეგმები და რეფორმები.
 
საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ ბიუროსა და USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა მამხილებელთა ინსტიტუტის გაძლიერებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსები ივანე ჩოგოვაძე და გიორგი ბაღდავაძე; დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როთბლუმი; მმართველობის პროგრამების მენეჯერი ლინა პანტელეევა.