ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.