ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო მიმართულებები. მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე.