ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ხაზი გაესვა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
ასევე, საუბარი შეეხო საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.
მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე.