ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
გაეროს დელეგაციასთან შეხვედრაზე რეგისტრაციის პირობები:
გაეროს კონვენციის (UNCAC) შესრულების შეფასების მე-2 ციკლის ფარგლებში გაეროს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილოების მიღების მიზნით, ანტიკორუფციული ბიურო იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
1) არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში:
ა) შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით, ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/მართვის ორგანოს წევრი ან ორგანიზაციის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი;
ბ) ორგანიზაციის მიერ დაფუძნების მომენტიდან განხორციელებული პროექტები/პროგრამები/საქმიანობა უნდა მოიცავდეს UNCAC-თან თემატურად დაკავშირებულ საკითხებს.
2) აკადემიური წრის წარმომადგენლის შემთხვევაში: აუცილებელია ჰქონდეს განხორციელებული კვლევა, რომელიც მოიცავს UNCAC-თან თემატურად დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველის განცხადება, ასევე ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეხვედრაში მონაწილეობის მსურველის ან/და მის მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციის ზემოაღნიშნულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, უნდა გაეგზავნოს ანტიკორუფციულ ბიუროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@acb.gov.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 ოქტომბრისა.