ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ეროვნული ზედამხედველობის კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ბატონ ცაი ვეის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ეროვნული ზედამხედველობის კომისიის წარმომადგენელი ჯინ ლუიანგი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.