ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ბიუროს უფროსის შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე. ასევე, იმსჯელეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის ფორმატსა და მიმართულებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია.