ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ინტერაქციული ლექცია წარმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტებთან.
ლექციის ფარგლებში, ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურასა და ფუნქციებზე. ასევე, საუბარი შეეხო ბიუროს ამოცანებსა და სამომავლო გეგმებს.
ბიუროს უფროსმა ისაუბრა კორუფციასთან ბრძოლის პროცესში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ პრაქტიკაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით, სტუდენტების აქტიური ჩართულობით დასრულდა.