ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

გაიმართა რაჟდენ კუპრაშვილის შეხვედრა გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტ ლივინგსტონ სევანიანასა და ადამიანის უფლებათა ასოცირებულ ექსპერტ ნამინდრანასოა ნი ჰაჯასთან

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს ლივინგსტონ სევანიანასა და ადამიანის უფლებათა ასოცირებულ ექსპერტს ნამინდრანასოა ნი ჰაჯას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, უწყებებში რისკების შეფასების მექანიზმის დანერგვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გამართვა, და სხვ. ასევე, ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის მნიშვნელობას კორუფციასთან ბრძოლის პროცესში.

მხარეები სამომავლო მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ბიუროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ კორუფციის პრევენციის მიმართულებით ბიურო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.