ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის ხელმძღვანელს, იულიან ბულაის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: სილვი აფჰოლდერი, ბას კლეინი, შარონ ლოვეი, ფრანკ შვეიბი, ბორიანა აბერგი, საიმონ ბილი, ანდრეი ჰუნკო, ედიტ ესტრელა, კერინ როლერ-კაუფმანი და ნატალია ვუტოვა.