ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა ასოციაციის თავმჯდომარეს ბიუროს სამუშაო სტრატეგია, ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო. ასევე, შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიგეგმა.
თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მან რაჟდენ კუპრაშვილს მედიაციის საქმიანობა გააცნო, მედიაციის მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა და ყურადღება ასოციაციის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი.