ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში რაზვან როტუნდეს შეხვდა.
შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუროსთვის საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და სტრატეგიის შექმნა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მიესალმება რუმინეთის მხარდაჭერასა და მასთან აქტიურ თანამშრომლობას.
ბიუროს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორი რეფორმების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მათი პრაქტიკის გაზიარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; რუმინეთის საელჩოს კონსული მარიუს პანდელეა.