ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
 
რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის გეგმას.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის მმართველობის უფროსი სპეციალისტი, დანიელა ფელკმანი; მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის (აღმოსავლეთი) მმართველობის გლობალური პრაქტიკის მენეჯერი ადრიან ფოზარდი; მსოფლიო ბანკის მმართველობის დარგში უფროსი სპეცილიასტი ანძს უბელისი; მსოფლიო ბანკის საჯარო სექტორის უფროსი სპეციალისტი, კლაუს დეკერი; მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი, ირინა გორდელაძე.