ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს არჩევნებზე დაკვირვებისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ბიუროს უფროსის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მკვეთრად გააუმჯობესებს არსებულ საკანონმდებლო მექანიზმებსა და მეტად ეფექტურს გახდის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესს.
ასევე, ხაზი გაესვა ბიუროს აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტიებთან. აღინიშნა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვნება.
მხარეებმა ისაუბრეს ანტიკორუფციული ბიუროსა და ევროპის საბჭოს პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან მურადაშვილი; ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლირი კოპაჩი-დი-მიქელე; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ფრანკ დეშლერი; ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში სვეტისლავ პაუნოვიჩი.