ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. რაჟდენ კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა ანტიკორუფციული ბიუროს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს.
 
როგორც ბიუროს უფროსმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მათი პრაქტიკის გაზიარება უმნიშვნელოვანესია სწორი რეფორმების განსახორციელებლად.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; „კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის თემატური ექსპერტიზის ცენტრის (CoTE)“ ხელმძღვანელი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში, ჯულიო ვენერი; „კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის თემატური ექსპერტიზის ცენტრის (CoTE)“ პოლიტიკის ოფიცერი, ჯოელ პილორგე-ვრანკენი; ევროკომისიის პროგრამის ოფიცერი, სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში (NEAR), ანტონიო დალ ბორგო; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გუნდის ლიდერი, ინსტიტუციური აღმშენებლობის სექტორი, მარია სტოგოვა; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური ოფიცერი, ოლიკო შერმადინი.