ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ჟოუ ციანს და მის პირველ მდივანს, ვანგ დანს შეხვდა.
ბიუროს უფროსმა დიპლომატებს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი და მისი საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.