ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსს სარა რუპერტსა და სამართალდამცავი პროგრამის კოორდინატორს თამარ ნასარიძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მნიშვნელობასა და მთავარ მიმართულებებზე. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბიუროს სტრუქტურისა და მანდატის განხილვას.

საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საგანმანათლებლო ცენტრის მიზნებს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიუროს მომავალი თანამშრომლების სათანადო მომზადებაში, ასევე, ცენტრი აქტიურად განახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს საზოგადოებაში.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან და ექსპერტებისგან მიღებული კვალიფიციური რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული ბიუროს პრაქტიკულ საქმიანობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი ნინი მაღლაკელიძე.