ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, ლიეტუვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (STT) დირექტორს ლინას პერნავას შეხვდა.
ლიეტუვის რესპუბლიკა საერთაშორისო პარტნიორთაგან ერთ-ერთია, რომელთანაც საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად თანამშრომლობს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლის შესახებ ისაუბრეს.