ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები GRECO-ს  95-ე პლენალურ სხდომას დაესწრნენ

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი და იურისტ-ანალიტიკოსი ივანე ჩოგოვაძე ქალაქ სტრასბურგში, GRECO-ს (კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) 95-ე პლენალურ სხდომას ესწრებიან.
 
პლენალური სხდომა განიხილავს 3 შეფასების ანგარიშს, რომელიც მოიცავს მე-5 შეფასების რაუნდსა და 13 შესაბამისობის ანგარიშს, რომელიც შეეხება მე-4 და მე-5 რაუნდის შეფასებებს.
 
GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდი ეხება კორუფციის პრევენციას, კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ცენტრალურ მთავრობებსა (უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციები) და სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო მე-4 შეფასების რაუნდი მოიცავს კორუფციის პრევენციას პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან.