ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტ სეუსთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში.
პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება
საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა:
ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერები, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს/ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:
საზაფხულო სკოლის პერიოდი2024 წლის 12 -16 აგვისტო.
ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა ჩატარდება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა არის უფასო, ყველა ხარჯი, მათ შორის, ტრანსპორტირება (თბილისი-ყვარელი), სასტუმროში განთავსება და კვება სრულად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ.
პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც:
განაცხადების მიღების პერიოდი: 2024 წლის 23 ივლისიდან ამავე წლის 29 ივლისის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ბმული: იხილეთ მისამართზე
გაითვალისწინეთ, კონკურსანტმა რეგისტრაციის შემდგომ ელექტრონულ მისამართზე Summerschoolacb@gmail.com უნდა წარმოადგინოს შემდგომი დოკუმენტაცია:
კონკურსის ეტაპები:
ა) განაცხადების გადარჩევა
ბ) გასაუბრება
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ 20 მონაწილე. კომისია გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს საუკეთესო კონკურსანტს, მაღალი აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების და სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
გისურვებთ წარმატებას!