ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, სასტუმრო ბილტმორში, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და საელჩოებისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიული ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
ბიუროს უფროსმა, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, დამსწრე საზოგადოებას ბიუროს მნიშვნელოვანი მიმართულებები და მიზნები გააცნო.
შეხვედრა, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; მსოფლიო ბანკის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები; ასევე საერთასორისო ორგანიზაციები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი (NATO/PDP); საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES); USAID; ევროპის საბჭოს ოფისი (CoE); ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM); საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ).