ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ კერძო სექტორში გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებას.
 
მემორანდუმის მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება. ასევე, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებული თანამშრომლობა, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, არსებული პრაქტიკის გაზიარება და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის განსაზღვრა.