ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გერმანიის რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე გრასერი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
მხარეები თანხმდებიან ერთობლივად შეიმუშაონ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებასა და დარგის განვითარებას.
 
თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ შტაინბასის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და პროფესორი კლაუს ჰიპი.